Quartz Magazine-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბენზინგასამართ სადგურებს ეხება, საქართველო ორჯერ მოხვდა.
სტატია, რომელიც DesignCurial-ის კვლევას ეფუძნება, აღნიშნულია, რომ სადგურების შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდებოდა, მათ შორის არის მათი დიზაინი, ინოვაცია და ის, თუ როგორ ერწყმის ის მიმდებარე შენობებს.
1. Niemenharju-ის კომპლექსი, ფინეთი
ათ აქტიტექტურულად ყველაზე ლამაზ სადგურებს შორის, პირველ ადგილზე ფინეთია. Niemenharju-ს კომპლექსი, რომელიც საბერძნეთისა და ფინეთის გზატკეცილზეა, რამდენიმე ზონისგან შედგება, მათ შორის არის რესტორანი, სასურსათო მაღაზია, სასტუმრო და საუნა. შენობა მომხმარებელს 24-საათიან სერვისს სთავაზობს.2. POPS Arcadia, აშშ
ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურს, POPS Arcadia-ს გამოარჩევს არამხოლოდ ის, რომ აქ 700-მდე დასახელების გაზიანი გასაგრილებელი სასმელის დაგემოვნება შეიძლება, არამედ ისიც, რომ ბენზინგასამართ სადგურს ბოთლის ფორმა აქვს.3. ბათუმი-ს „მაკდონალდსი“, საქართველო
მესამე ადგილზეა ბათუმის „მაკდონალდსი“, რომლის შენობის გარე ნაწილშიც ბენზინგასამართი სადგურია განთავსებული. შენობა 2013 წელს აიგო და მისი აქტირექტორი გიორგი ხმალაძეა.4. NP -ს ბენზინგასამართი სადგური, ესპანეთი
მადრიდის ერთ-ერთ გარეუბანში განთავსებული ეს სადგური, ვიზუალურად მფრინავ ჩიტებს წააგავს. გარდა მისი ვიზუალისა, შენობა მომხმარებელთა დიდ ნაწილს მდებარეობის გამოც იზიდავს, რადგან ის ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გზატკეცილზეა აშენებული.5. Orival ბენზინგასამართი სადგური, ბელგია
ბენზინგასამართი სადგური, რომელიც პარიზისა და ბრიუსელის დამაკავშირებელ გზაზე დგას, 16 წელია არსებობს და აქვე განთავსებულია გალერეა. როგორც მისი არქიტექტორი, ფილიპე სამინი აღნიშნავს, ბენზინის ტერმინალი ერთდროულად კულტურული ღირებულების მატარებელიც შეიძლება იყოს.6. Esso Mobil-ის სადგური, დიდი ბრიტანეთი
ელიოტ ნოესის მიერ 1964 წელს დაპროექტებული ეს ბენზინგასამართი სადგური, დღემდე ასრულებს პირვანდელ ფუნქციას და Historic England-ის მიერ დაცული შენობების სიაშიც არის შეტანილი.7. 365-Fina Europe- სერვისების სადგური, ნიდერლანდები
Houten-ში მდებარე ეს სადგური, რომელიც გალიას წააგავს, ღირშესანიშნავია იმით, რომ არქიტექტურული ჩანაფიქრის მიხედვით, შენობის მოყვანილობას ქარის ტურბულენტობა მინიმუმდე დაჰყავს.8. Helios House, აშშ
Helios House, რომელსაც მომავლის სადგურსაც უწოდებენ, ლოს ანჯელესში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ მისი მშენებლობისთვის მხოლოდ გადამუშავებული ფოლადია გამოყენებული, ხოლო მისი ელექტრომომარაგება 90%-ით მზის პანელებით ხდება.9. Wissol ბენზინ გასამართი სადგური, საქართველო
კიდევ ერთი სადგური, რომელიც ამ ჩამონათვალში საქართველოდან მოხვდა, გორის მულტიფუნქციური კომპლექსის ნაწილია. Wissol-ის ბენზინ გასამართი პუნქტი, ამ კომპლექსის არქიტექტურას მთლიანად ეხმიანება და ყოველდღიურად ათობით მომხმარებელს ემსახურება.10. Jack Colker Union, აშშ
კიდევ ერთი სადგური, რომელიც წინა საუკუნიდან არის შემორჩენილი, კალიფორნიის შტატში, ბევერლი ჰილსში მდებარეობს. სადგური გუგის არქიტექტურული მიმდინარეობის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ნიმუშია.