უხვი ნალექის გამო, რუსთავში, მდინარე მტკვარზე წყლის დონის მკვეთრი მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, დროებით თევზაობა აიკრძალა.
სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია პრევენციის მიზნით, მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, მტკვრის ნაპირზე სათევზაოდ ჩასვლისგან თავი შეიკავონ.