თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 7,1 პროცენტი შეადგინა

მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისი განმარტებით, მონაცემები გუშინ დაჯამდა.

"გუშინ დავაჯამეთ თებერვლის თვის წინასწარი ინფორმაცია. თებერვალში, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 7,1 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. სტატისტიკა იმუშავებს და დააზუსტებს ამ მონაცემებს", - აღნიშნა ხადურმა.