რუსთავში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლენდო" დააყაჩაღეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ,,ლენდოდან" რამდენიმე ათასი ლარია წაღებული.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ადგილზე ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.