2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2,5 პროცენტით გაიზარდა

2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 26 824,9 მლნ ლარი შეადგინა. ეს 2,5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით, 3,2 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი 0,7 პროცენტით შემცირდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია ვაჭრობისა (17,3%) და მრეწველობის (17,2%) სექტორებს. შემდეგ პოზიციებს იკავებენ: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7%), სახელმწიფო მმართველობა (10,1%), სოფლის მეურნეობა (9,3%), მშენებლობა (6,7%), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (5,8%).

გასულ წელს ზრდა შეინიშნებოდა სოფლის მეურნეობის (9,8%), დამამუშავებელი მრეწველობის(8,4%), უძრავი ქონებით ოპერაციების (7,5%), საფინანსო საქმიანობის (7,4%), სასტუმროებისა და რესტორნები (7,2%), ვაჭრობის (5,1%), ტრანსპორტისა (4,9%) და განათლების (4,6%) სექტორებში. 4%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება/განაწილების სექტორიც.

ყველაზე მეტად გასულ წელს მშენებლობის სექტორი შემცირდა. კერძოდ, სექტორში კლებამ 10.6 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2014 წლის 15 ნოემბერს.