საქართველოს ღირშესანიშნაობები მსოფლიოს ციფრულ მედიაში ვირუსულად გავრცელდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი საქართველოს ეროვნული საგანძურის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით ახალ პროექტს #ShareGeorgia-ს იწყებს.
პროექტის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივრსიტეტში შეიქმნება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მხატვრების, ლიტერატურის, გეოგრაფიული, ისტორიული, რელიგიური ღიშესანიშნეობების, ოქროს ხელნაკეთების შესახებ პოსტერები, რომლებიც შემდგომ ციფრული მედიის არხებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვირუსულად გავრცელდება.
პროექტის პრეზენტაცია 24 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში გაიმართება. (მის: რუსთაველის გამზირი 11).