ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანის საჰაერო ხაზზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, ისპაჰანსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები 23 ივნისიდან 26 სექტემბრამდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, B737 და MD88 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს 2016 წლის ზაფხულში ასრულებდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 19 მაისს მიანიჭა.
TABAN Airlines საქართველოს ავიაბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.