თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მიიღო მონაწილეობა.
როგორც ადმინისტრაციიდან იუწყებიან, ავლაბარში მდებარე ბუტიკი სასტუმრო „ალფაბეტი“ 4 -ვარსკვლავიანი არის და 20 ნომრისგან შედგება. სასტუმროს 60 სტუმრის მიღება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ახალ სასტუმროში 20-მდე ადამიანია დასაქმებული.