მსოფლიოში არსებული უამრავი კურორტიდან ზოგიერთზე დასვენება ათიათასობით დოლარი ღირს.
გამოცემა worldstopmost-მა 2017 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კურორტის სია შეადგინა.
isla de sa ferradura - ესპანეთი
კუნძულზე ერთი ღამის გატარება 42 ათასი დოლარი ღირს და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კუნძულის სტატუსს ფლობს. აღნიშნული კუნძული ვარსკვლავების საყვარელ ადგილად ითვლება, სადაც ყველანაირი გართობის საშუალება არსებობს.necker island – დიდი ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები
ეს კუნძული მსოფლიოში სიძვირით მეორე ადგილზეა, სადაც ერთი ღამით დარჩენა 30 ათასი ღირს. აღნიშნულ ფასში ყველანაირი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. მთელ კუნძულზე კი უსწრაფესი ინტერნეტი ვრცელდება. კუნძულის მფლობელი რიჩარდ ბრანსონია.musha cay - ბაჰამა
ბაჰამის კუნძულებიდან ყველაზე ძვირადღირებული ადგილი musha cay-ია, სადაც ერთი ღამე 24 750 დოლარი ღირს. სხვადასხვა გასართობის გარდა, კუნძულზე შესაძლებელია ნებისმიერი სახეობის სპორტით დაკავდეთ.casa contenta - მაიამი
კუნძულზე ერთი ღამე 11 600 დოლარი ღირს, სადაც ყველა ძვირადღირებული მომსახურება შედის. კურორტი ცნობილია იმით, რომ აქ ყველაზე გემრიელი კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.the rania experience - მალდივები
კერძო მფლობელობაში არსებულ კუნძულზე დასვენება მხოლოდ ერთი ღამით 9 500 დოლარი დაგიჯდებათ. დამსვენებელს მალდივებზე ბევრი თავგადასავალი და გასართობი ელის.sandy lane - ბარბადოსი, კარიბები
კარიბის კუნძულებზე ერთი ღამით დარჩენის ფასი 8 ათასი დოლარიდან იწყება და 25 ათასამდე ადის. დამსვენებელს აქაც მრავალფეროვანი მომსახურების მიღება შეუძლია, მათ შორის ათასგვარი სპა-პროცედურებისა და გასართობი ღონისძიებების. გოლფის მოყვარულებს კი შესანიშნავი მოედნები დახვდებათ.anguilla island - ბრიტანეთი
კუნძულზე სასტუმრო „ალტამერზე“ დასვენება 4 714 დოლარი ღირს. კუნძული ცნობილია საუკეთესო საკვებით და მზის ჩასვლის ყველაზე ლამაზი სანახაობით.frigate island - ინდოეთის ოკეანე, სეიშელის კუნძულები
სეიშელის კუნძულებიდან ერთ-ერთი - „ფრიგატი“ მსოფლიოს ძვირადღირებულ კუნძულებს შორის მე-8 ადგილს იკავებს. კუნძულზე ერთი ღამე 2 450 დოლარი ღირს.turtle island - ფიჯი, წყნარი ოკეანე
ფიჯიზე „თართლის“ კუნძულზე ერთი ღამით დარჩენის ფასი 1 631-დან 2 390 დოლარამდე მერყეობს.cayo espanto – ბელიზეს კუნძული
ძვირად ღირებული კურორტების სიაში ბოლო ადგილზე კუნძული ბელიზე გავიდა, სადაც ერთი ღამე 1395 დოლარი ღირს. კუნძული სან პედროსთან სამ მილში და მაიამიდან 2 საათის მანძილზე მდებარეობს.