კახა კალაძე - მთავრობის მეთაურის და ჩემი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს

მთავრობის მეთაურის და ასევე ჩემი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ზოგადად, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აურზაური იყო. არ ისმენდნენ კონკრეტულად თუნდაც კობახიძის განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მოგახსენებთ მთავრობის მეთაურის და ასევე ჩემს პოზიციას სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. ეს არის როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩემი და მთავრობის წევრების პოზიცია. შესაბამისად, პარლამენტში ამაზე მსჯელობენ და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, იქნება მიღებული",- განაცხადა კალაძემ, რომელმაც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დააზუსტა, რომ მიწების უცხოელებზე გასხვისება არ მოხდება „განსაკუთრებული შემთხვევების“ გარდა.

კითხვაზე, ეს უნდა აისახოს კონსტიტუციაში თუ ორგანულ კანონში, კახა კალაძის თქმით, ალბათ კონსტიტუციაში აისახება.