გორის საავტომობილო გვირაბში ხვალ მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ, გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი შეზღუდვა დაწესდება.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 25 მაისის დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება), სარემონტო სამუშაოების გამო.

„ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად“, - განაცხადეს დეპარტამენტში.