ჩავიტანთ ყველანაირ კვლევას, ვაჩვენებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა დავარწმუნოთ, რომ არანაირი საშიშროება ამ პროექტის განხორციელების შედეგად მათ არ ემუქრებათ ,- ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობასა და მოსახლეობის პროტესტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ სამ კონკრეტულ ადგილზეა შეჩერებული.
,,ჩვენ ველოდებით კონკრეტულ გერმანულ კომპანიას, ვინც ეს პროექტი დააპროექტა და ამ ადამიანებთან ერთად, ჩავიტანთ ყველანაირ კვლევას, ვაჩვენებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დავარწმუნოთ, რომ არანაირი საშიშიროება ამ პროექტის განხორციელების შედეგად იქ მცხოვრებ ადამიანებს არ ემუქრებათ",- განაცხადა კალაძემ.
ხანდოს ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს.