"ბავშვთა სამყაროს" ქონება დაყადაღებულია, - ამის შესახებ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატმა მარიკა არევაძემ განაცხადა.
როგორ მან განმარტა,"ბავშვთა სამყაროს" საკუთრებაშია შენობა-ნაგებობა, რომელიც დაიწვა და მიწა, რომელზეც შენობა იდგა.
"ხალხის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა "ბავშვთა სამყაროს" ქონების დაყადაღებას, პროკურატურის მხრიდან შესრულებულია. მე მაქვს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, „ბავშვთა სამყაროს" ქონებას ყადაღა აქვს დადებული. ახლა მნიშვნელოვანია დროულად გამოვლინდეს პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელიც ჩვენი ვარაუდით, შეიძლება იყოს "ბავშვთა სამყარო". "ბავშვთა სამყაროს" საკუთრებაში არის ის შენობა-ნაგებობა, რომელიც დაიწვა და ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენობა იდგა", -განაცხადა მარიკა არევაძემ.
"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციებს მართავენ, მათი მოთხოვნებია: გამოძიების სამართლიანი დასრულება, მთავარი პროკურორის გადადგომა და ზარალის სრულად ანაზღაურება.
როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, აქცია ხვალ, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართება.