ვაკეში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 97 პროექტი დაფინანსდა

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით, ვაკის რაიონში 97 სხვადასხვა სახის პროექტი დაფინანსდა.

როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, მათ შორისაა ლიფტების განახლება, შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია, სახურავების შეკეთება, საერთო სარგებლობის კიბის განახლება, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, წყალსაწრეტი მილების დამონტაჟება.

„სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 64 მისამართზე უკვე მიმდინარეობს. კიდევ 33 მისამართზე კი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.