"წყალში გადაყრილი" მილიონები... - მსოფლიოს ორი ყველაზე უსარგებლო აეროპორტი

აეროპორტები სამოქალაქო ავიაციის განუყოფელი ნაწილია. სამგზავრო ავიალაინერებთან ერთად ისინიც ვითარდება.

თანამედროვე აეროპორტის მშენებლობა ძვირადღირებული სიამოვნებაა. მიუხედავად ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აგებული, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების აეროპორტი, მშენებლობის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში უფუნქციოდ რჩება.

ატლანტიკის ოკეანეში ჩაკარგულმა წმინდა ელენეს კუნძულმა კაცობრიობის ისტორიაში ადგილი ერთადერთი ადამიანის წყალობით დაიმკვიდრა. ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ, ყოველგვარ სამხედრო-პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული იმპერატორი ნაპოლეონი სწორედ იქ გადაასახლეს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსარგებლო აეროპორტი სწორედ ამ კუნძულზე მდებარეობს.

ტურიზმის განვითარებისთვის აეროპორტის მშენებლობა 2005 წელს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, პროცესი მხოლოდ 2011 წელს დაიწყო. კუნძულის მთავრობას ის წარმოუდგენლად ძვირი, 325 მლნ დოლარი დაუჯდა. იქამდე აფრიკიდან 1 800 კმ-ით დაშორებულ კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ გემით შეიძლებოდა.

გაჭიანურების გამო მშენებლობა მხოლოდ 2015 წლის ბოლოს დასრულდა. მას შემდეგ აეროპორტმა თითქმის 2 წელი სამგზავრო რეისის მოლოდინში გაატარა. საქმე ისაა, რომ კუნძულის იმ ადგილას, სადაც აეროპორტი აშენდა, ყოველთვის ძლიერი ქარი უბერავს, რაც თვითმფრინავის დასმას სახიფათოს ხდის. აეროპორტმა პირველი ლაინერი, რომელმაც 60 მგზავრი ჩამოიყვანა, 6 მაისს მიიღო. კუნძულის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მალე ფრენები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

კიდევ ერთი უსარგებლო აეროპორტი ბერლინში მდებარეობს. ვილი ბრანტის სახელობის ბერლინი-ბრანდენბურგი მგზავრებს 2014 წლიდან ელოდება. თუმცა, ამ შემთხვევაში სიტყვა "ელოდება" პირობით ხასიათს ატარებს. მშენებლობა დიდი ზარზეიმით 2006 წელს 2,38 მლრდ ევროიანი ბიუჯეტით დაიწყეს. გეგმით მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულებულიყო. იხილეთ გაგრძელება