2016 წელი საკმაოდ რთული იყო, საკმაოდ ბევრი გამოწვევები იყო და ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა კარგად გაართვა თავი გამოწვევებს , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს აცნობს.
გვენეტაძის თქმით, ანგარიშში ასახულია ის მოვლენები, რომელსაც 2016 წელს ჰქონდა ადგილი.
“ანგარიშში მიმოხილულია ისეთი საკითხები, როგორიც არის მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ზედამხედველობის საკითხები, მომხმარებლის უფლებები, განათლება, ფინანსური ჩართულობა და ა. შ. ვფიქრობ, ეროვნული ბანკის რეაქცია მსოფლიო ეკონომიკასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ყოველთვის ადეკვატური იყო”, - განაცხადა გვენეტაძემ.