ევროკავშირის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებას ხელს ივნისში მოაწერს

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს ხელს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ სოციალურ ქსელ twitter-ზე, საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა", - წერს ბაროზო.

Very happy we also agreed at #EUCO to sign Association Agreement with #Georgia & #Moldova no later than June 2014.

— José Manuel Barroso (@BarrosoEU) March 21, 2014

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის გუშინდელ სამიტზე მიიღეს.