აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ფილიალს საქართველოში არანაირი პრობლემები არ აქვს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკი სავარაუდოდ, საქართველოდან გასვლას გეგმავს.
"არანაირი პრობლემები არ აქვს და ის ფინანსურად ჯანმრთელია. ჩემთვის ჯერჯერობით მეტი არაფერია ცნობილი", - განაცხადა გვენეტაძემ.