იანვარ-აპრილში არასაბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 3.22%-ით, ხოლო სასესხო პორტფელის - თითქმის 5%-ით არის შემცირებული.
ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა განაპირობა.
„1 მაისის მდგომარეობით, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე დარიცხული პროცენტი ისტორიული მინიმუმის 7.3%-ის ტოლია, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო შეწონილი პროცენტი კი მცირე, თუმცა მაინც ზრდის ტრენდით ხასიათდება.
აღსანიშნავია, რომ ჯამურ პორტფელთან მიმართებაში ვადაგადაცილებული სესხების წილი მკვეთრად არის გაზრდილი.
არსებული მონაცემებით იკვეთება, რომ მოსახლეობას მოკლევადიანი და უცხოური ვალუტით ნომინირებული სესხების მომსახურება ფინანსურად უჭირს,“- ვკითხულობთ მიმოხილვაში.