ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი, ძლიერი და ქმედითუნარიანი ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
“განვლილმა, არც თუ მარტივმა 2016 წელმა დაგვანახა, რომ მთავარი გამოწვევები ორი მიმართულებით გვაქვს - ესენია მონეტარული სტაბილურობა და საფინანსო-საბანკო სისტემის მდგრადობა. საბანკო სისტემაში მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ინფლაციას, პრობლემები ამ მიმართულებით არსებობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ინფლაციის მოთოკვის მცდელობა არ იქცეს ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელ ფაქტორად. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ექნება რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ წარმოდგენილი ანგარიშს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიში ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.