27-30 მაისს, ქობულეთში, სარკინიგზო გადასასვლელთან, საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 75-ე კილომეტრზე, რკინიგზის გადასასვლელთან, საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მაისის 24:00 საათამდე იკრძალება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ავტოტრანსპორტის ნაკადი ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩის გავლით გადაერთვება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.