თითქმის 17 წლის შემდეგ ნოკია 3310-ის განახლებული ვერსია ბაზარზე დაბრუნდა.
განახლებული ტელეფონი ფინური კომპანია HMD Global -მა გამოუშვა.
მოდერნიზებული ნოკია 3310-ის გაყიდვები პირველ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში დაიწყო.
ტელეფონს გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემები აქვს და ძველ მოდელთან შედარებით უფრო თხელი და მსუბუქია. აღსანიშნავია, რომ განახლებულ მოდელს Nokia-ს საფირმო ზარები აქვს.
მობილურის ელემენტი ლოდინის რეჟიმში თითქმის 1 თვე, საუბრის რეჟიმში კი 2-დღემდე ძლებს. ტელეფონი აღჭურვილია თანამედროვე ეკრანით, რომელიც მზის შუქზეც გარჩევადობის მაღალ ხარისხს იძლევა. „რეტრო ნოკიის“ პლუსებში შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ 2-სიმბარათიანია.
რაც შეეხბა ნაკლოვანებებს, ეს არის კამერა, რომელიც მხოლოდ 2 მეგაპიქსელია, ასევე სუსტია 16 მეგაბაიტიანი მეხსიერების საცავი.
მოდერნიზებული Nokia 3310 ხელმისაწვდომი იქნება წითელი, ყვითელი, ნაცრისფერი და ლურჯი ფერის კორპუსებში.
Nokia 3310 მსოფლიო ბაზარზე პირველად 17 წლის წინ, 2000 წელს გამოჩნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.