მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნები დასახელდა.
მონაცემების დამუშავებისას ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი, ქვეყენაში ტერორიზმის ინდექსი იყო. ამისთვის, გამოიყენებოდა 2010-2012 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მომხმდარი ნებისმიერი სახის ტერორისტული თავდასხმების რიცხვი.
გარდა ამისა, კვლევაში გათვალისწინებულია პოლიციისადმი ნდობის მაჩვენებელი, ბიზნესისთვის ტერორიზმით მიყენებული ზარალის ფასი, მკვლელობების სიხშირე და ა.შ.
გთავაზობთ, მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას.
10. ყატარი
ყატარი შუა აზიის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. რაც შეეხება მის ტურისტულ ღირებულებას, ქვეყენა მდიდარია ღირსშესანიშნაობებით. მაგალითად, ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ ინახულონ შეიხ ფაისალის პირადი მუზემი ალ სამრიაში ან დაათვალიერონ სოუქ ვაქიფი.
9. რუანდა
რუანდაში პოლიციისადმი ნდობა საკმაოდ მაღალია, ხოლო ბიზნესისთვის ტერორიზმით მიყენებული ზარალის ფასი - დაბალი.
8. შვეიცარია
უსაფრთხო ქვეყნებს შორის შვეიცარია მერვე ადგილზეა, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის სახელი ასოცირდება ნეიტრალიტეტთან. თავისი განვითარებული სამთო ტურისტული ზონებით. შვეიცარია ტურისტებს ყველაფერს სთავაზობს, გარდა მოსაწყენი გამოცდილებისა.
7. ნორვეგია
პოლიციის ნდობის დონით მეხუთე და მკვლელობების სიხშირით მეათე ადგილზე მყოფი ნორვეგია მდიდარია თავისი ტურისტული შესაძლებლობებით. მაგალითად, აქ სახელმწიფო 18 ტურისტული მარშრუტია, თითეული მათგანი კი შედგება ქვეყნის ლანდშაფტისა თუ კულტურული ღირსშესანიშნაობების შეცნობით.
6. სინგაპური
სინგაპურს თითქმის ყველა კრიტერიუმით მაღალი მაჩვენებელი აქვს. მათ შორის მკვლელობების სიმცირის დონის მიხედვით, სინგაპური მესამე ადგილზეა.
5. ჰონგ კონგი
ჰონგ კონგი არა მხოლოდ ზოგადი უსაფრთხოებით, არამედ ტერორიზმის ნაკლებობითაც, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
4. ომანი
მიუხედავად იმისა, რომ ომანის მეზობელი ქვეყანა იემენი რამდენიმე წელია, კონფლიქტურ ზონად ითვლება, ომანი უსაფრთხოების დონით მეოთხე ადგილზეა. გარდა ამისა, მსოფლიოს მასშტაბით აქ ყველაზე იშვიათია ტერორისტული აქტები.
3. ისლანდია
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ისლანდიაში სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი ჩადის, რაც ნაწილობრივ, იმითაა განპირობებული, რომ უსაფრთხოების მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით მესამე ადგილზეა.
2. არაბთა გაერთიანებული საამიროები
2015 წლის მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯამში 14.4 მილიონი საერთაშორისო სტუმარი ჩავიდა. გარდა უამრავი ღირშესანიშნაობებისა თუ ბუნებრივი რესურსებისა, ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთო ტერიტორიაა მსოფლიოს მასშტაბით.
1. ფინეთი
მიუხედავად იმისა, რომ ფინეთს ბოლო პერიოდში რამდენიმე კრიტერიუმში ვარდნა ჰქონდა, ის მაინც პირველ ადგილზეა. აქ ჩამოსულ ტურისტები თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ.