ჩვენ ვასწავლით ხალხს იცხოვრონ ისე, როგორც მათ უნდათ

ბირჟებზე ვაჭრობა თანხის მომენტალურად გამომუშავების საუკეთესო საშუალებაა.

ეს ფინანსური ინსტრუმენტი საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, რაზეც ქვეყანაში არსებული არაერთი საბროკერო კომპანიის წარმომადგენლობაც მეტყველებს.

თუმცა, როგორც სასწავლო-ანალიტიკური ცენტრი Globex analytics-ის დირექტორმა არმენ დანელიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ კუთხით ქვეყანაში ფინანსური განათლება საკმაოდ დაბალია.

მისივე თქმით, მოქალაქეები ფულს ძირითადად სახლში ინახავენ, ან ლომბარდებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკის ანაბრებს მიმართავენ, სადაც დაბალი საპროცენტო განაკვეთია და დივიდენდის მიღებასაც გარკვეული დრო სჭირდება.

როგორც დანელიანმა აღნიშნა, Globex analytics-ის მიზანი ადამიანებისთვის ფინანსური ცოდნის ამაღლება და სავალუტო, საფონდო და სასაქონლო ბირჟებზე ფულის გამომუშავების სწავლებაა.

„ფინანსური განათლების თვალსაზრისთ ვითარება საუკეთესო ნამდვილად არ არის. ხალხმა არ იცის, სად ჩადოს და როგორ გამოიმუშავოს ფული. სწორედ ინფორმაციის სიმცირის გამო აფორმებენ ადამიანები ხელშეკრულებას სხვადასხვა არასანდო კომპანიასთან და მახეში ებმებიან. ამიტომ, ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ ხელშეკრულების დადებამდე გაეცნონ და მოიძიონ ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის შესახებ.

„გარდა ამისა, ადამიანებს საფონდო, სასაქონლო და სავალუტო ბირჟებზე ფულის გამომუშავებას ვასწავლით. ამ მიზნით ვატარებთ როგორც უფასო, ისე ფასიან ტრენინგებს. ფასიანი ტრენინგი ერთი თვის განმავლობაში, უფასო ტრენინიგკურსი კი 5-7 სამუშაო დღე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ლექციების გრაფიკს თვითონ სტუდენტი ადგენს,“-განაცხადა დანელიანმა.

როცა ვამბობ „ფინანსური განათლება“, რა თქმა უნდა მესმის, რომ ბევრს გაუჩნდება სურვილი დახუროს გვერდი ჩემი ინტერვიუთი. ზედმეტად მოსაწყენია. ამ დროს ჩვენ ვასწავლით ხალხს იცხოვრონ ისე, როგორც მათ უნდათ. ბევრს აქვს ოცნება, ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი, იყოს უფროსი და არ იმუშაოს ოფისში. ჩვენ გაჩვენებთ, რომ ეს შესაძლებელია. შესაძლებელია ისეთი ცოდნის მიღება, რომელიც მოგცემთ საშუალებას დამოუკიდებლად მართოთ თქვენი სამუშაო გრაფიკი, იმუშაოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტულიდან და გამოიმუშავოთ ბევრი ფული. ის, ვინც წარმატებულია ტრეიდერის როლში, თავისუფლად მოგზაურობს მსოფლიოში, ყიდულობს მანქანებს, ბინებსაც კი და ამ დროს გამოიმუშავებს მხოლოდ ტრეიდინგით. უბრალოდ, უნდა იცოდეთ ამის შესახებ და ჩვენ მზად ვართ მოგახსენოთ.

მისივე თქმით, ბირჟებზე ვაჭრობის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადამიანს მომენტალურად შეუძლია თანხის გამომუშავება და მოგების ნახვა. როგორც დანელიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში სამივე ბირჟაზე თანაბრად არის მოთხოვნა, თუმცა, მათი სტუდენტების უფრო დიდი ნაწილი სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობს, რადგან იქ ვაჭრობა შედარებით მცირე თანხით არის შესაძლებელი.

არმენ დანელიანი (Globex analytics-ის დირექტორი): საქართველოში მოქალაქეები თითქმის თანაბრად ვაჭრობენ, როგორც სავალუტო (ფორექსი), ისე სასაქონლო (ოქრო, ნავთობი და ა.შ.) და საფონდო (აქციები ივაჭრება) ბირჟაზე. იქ ვაჭრობას რა თქმა უნდა რისკიც ახლავს, თუმცა, ჩვენ სტუდენტებს თავისი დეპოზიტების დაზღვევასაც ვასწავლით. ვეუბნებით თუ თანხის რა პროცენტით უნდა შევიდნენ ბირჟაზე, რამდენი პოზიცია გახსნან და ა.შ.

მაგალითად, ბირჟაზე დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია მანი-მენეჯმენტი. თუ ინვესტორს 10 ათასი დოლარი აქვს და ამით იწყებს ვაჭრობას, ვურჩევთ მაქსიმუმ 3-5 %-ით შევიდეს ბირჟაზე და დანარჩენი თანხა არ გამოიყენოს. კიდევ ერთი დაცვის მექანიზმია „სტოპლოსი“. კერძოდ, ნებისმიერ ადამიანს გარიგების გახსნისას შეუძლია დადოს სტოპლოსი, რაც ნიშნავს რომ მზად არის იმ შემთხვევაში თუ გარიგება მის საწინააღმდეგოდ წავიდა თავისი თანხის ვთქვათ 0.1 ან 0.2% დაკარგოს“.

სასწავლო-ანალიტიკური ცენტრი Globex analytics 2012 წელს დაარსდა და იქიდან მოყოლებული დღემდე მათი ტრეინინგები დაახლოებით, 12 ათასმა ადამიანმა გაიარა. კომპანია ტრეინინგებს არამარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა ქალაქებშიც ატარებს.