ქართული ავიაციის გამოწვევები და მიღწევები

საქართველომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს, იკაოს პრეზიდენტს უმასპინძლა.

ბენარდ ალიუმ საქართველოს ავიაციის სფეროს განვითარება პროგრესულად შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მომსახურების დონის და საავიაციო უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია. იკაოს ვიზიტს საქაერონავიგაციამ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უმასპინძლა. 

საქართველოში ავიაციის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ავიაკომპანიებიც საუბრობენ. როგორც "აირზენას" დირექტორი აცხადებს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდა და შესაბამისად, ავიაკომპანიები ახალი მიმართულებების დამატებაზე აქტიურად მუშაობენ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, ქვეყანაში არსებული აეროპორტები შეფერხებების გარეშე მუშაობენ და გაზრდილ მგზავრთა ნაკადს უმკლავდებიან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე