კრწანისში დღეს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) დაარსების ორი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების - ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 იარაღის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას დაესწრებიან.
დღეიდან ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.