IFC  ნენსკრაჰესის პროექტის ფინანსურ დოკუმენტაციას მოამზადებს

საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ხელშეკრულება გააფორმა.

შეთანხმების მიხედვით, IFC ჰიდროელექტროსადგურ “ნენსკრას” პროექტის განხორციელების ხელშესაწყობად, ინვესტორთა დასაინტერესებლად და მოსაზიდად პროექტის სახელშეკრულებო და ფინანსურ დოკუმენტაციას მოამზადებს.

210 მგვატი სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური სვანეთში, მდინარე ნენსკრაზე უნდა აშენდეს, რომლის პოტენციური გამომუშავება: 1.3 მილიარდი კვტ/საათი იქნება.