საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული გარკვეული პროექტების ფარგლებში შეფერხებებით ხორციელდებოდა დაგეგმილი თანხების ხარჯვა და შესაბამისად, პროექტების განხორციელება , - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე“ მომზადებულ მოხსენებაში.
როგორც აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი, შედეგად, ვერ იქნა უზრუნველყოფილი პროექტის განხორციელებასთან და სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან არიდება, რაც გამოიხატებოდა სესხის აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის გადახდით.
„გარკვეული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კრედიტის თანხის ნაწილი ჩამოირიცხება ხაზინის სავალუტო ანგარიშზე, თუმცა არ ხდება აღნიშნული რესურსის კონვერტირება სახელმწიფო ბიუჯეტში და შესაბამისად, მისი ხარჯვა. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სავალუტე ანგარიშზე განთავსებულ დაუხარჯავ თანხებზე ხდება პროცენტის გადახდა“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში.