უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების აკრძალვა შეიძლება გახდეს ერთადერთი სამართლებრივი გარანტი იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ, ოკუპანტებზე გასხვისებული მიწები დავიბრუნოთ , - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
"თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მიწის შესყიდვას გააგრძელებენ, მაშინ 2- 3 წელიწადში შეიძლება სერიოზულ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ. მე მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ამ აკრძალვის გამო, მათ სხვა ქვეყნის ხელისუფლება პასუხს არ მოსთხოვს, ხოლო ეს ნორმა შეიძლება გახდეს იმის გარანტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებული მიწები დაიბრუნოს საქართველომ", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.