სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობის გამო 36 მეწარმე დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

მათი ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 36 მეწარმე, მათ შორის, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაჯარიმდა 1 სუბიექტი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 5 ბიზნესოპერატორს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 211 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 59 ბიზნესოპერატორი, ხოლო ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის, სასმელი წყლის 46 ნიმუში/სინჯი.

დოკუმენტურად შემოწმდა 190 ობიექტი - 36 ბიზნესოპერატორი თბილისში, მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, აგრარული ბაზრები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, პურფუნთუშეულისა და სხვა სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები, საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები, სასაწყობე მეურნეობა, მარკეტები.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 36 მეწარმე, მათ შორის, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაჯარიმდა 1 სუბიექტი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 5 ბიზნესოპერატორს.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.