ბრიტანულ კომპანიას საქართველოში ინვესტირება სურს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბრიტანული Global Project Capital-ის წარმომადგენლები მიიღო.

როგორც ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ინვესტირებისა და ახალი ტექნოლოგიების შემოტანის გზით.

თავის მხრივ, ქართულმა მხარემ Global Project Capital-ს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს ძირითადი მიმართულებების, ბიუჯეტისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ამასთან, გააცნეს ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წლის განმავლობაში გეგმავს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ისე წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და იმედი გამოთქვეს.