სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ქართულ ბიზნესთან დიალოგს აგრძელებს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იუწყება, დღეს, 11:00 საათზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სამშენებლო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებთან და მსხვილ შემსყიდველებთან შეხვედრას გამართავს.
მათივე ინფორმაციით, ასეთი ტიპის შეხვედრები აღრმავებს დიალოგს ბიზნესის წარმომადგენლებთან. სააგენტოს თავმჯდომარის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნესთან რეგულარულად გასული წლიდან ტარდება.
„ღონისძიებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები წარმოადგენენ პრეზენტაციებს განხორციელებულ რეფორმებსა და სიახლეებთან დაკავშირებით. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიება USAID-ის პროექტის Governing for Growth (G4G) მხარდაჭერით იმართება. ღონისძიება ტექნოპარკში გაიმართება.