მიწის გასხვისებათან დაკავშირებით კონსტიტუციაში „ან“, „მაგრამ“, „მხოლოდ“ არ უნდა ფიგურირებდეს. ჩანაწერი უნდა იყოს მარტივი და გასაგები, რომ „საქართველოს მიწა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს", - ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელ ინვესტორებს მიწა მხოლოდ იჯარით უნდა გადაეცეთ, რაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა უამრავ ქვეყანაში.
„გრძელვადიანი იჯარა საბოლოოდ გამორიცხავს სხვადახვა მითქმა-მოთქმას და შავ ხვრელებს, რომელიც შესაძლოა, პრივატიზებას მოჰყვეს. ამავე დროს შემცირდება არასერიოზული და შეფარული მიზნების მქონე ინვესტორების რაოდენობა. რაც შეეხება ორგანულ კანონს, მისი მიღება უნდა დაჩქარეს, თორემ სანამ ჩვენ საქართველოს მიწის დასაცავად გადაწყვეტილებას მივიღებთ, შესაძლოა, დასაცავი მნიშვნელოვნად შემცირდეს, ამის საფრთხე საკითხის გააქტიურების შემდეგ ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა ხუნდაძემ.