პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი SOLO მომხმარებლებისთვის 90 ლარიდან დაიწყება, ხოლო ის, ვინც არ არის SOLO, ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს SOLO-წარმომადგენელმა ეკა დუჩიძემ და კომპანია Eastern Promotions-ის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ პრესკონფერენცია გამართეს.
ბილეთების გაყიდვა 25 ივნისს 10:00 საათიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად მხოლოდ SOLO -ს კლიენტებისთვის. 29 ივნისიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება. თითოეულ SOLO მომხმარებელს ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის უფლება აქვს.
კონცერტი SOLO-სა და Eastern Promoution-ის ორგანიზებით, 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე გაიმართება. გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი ბრიტანელი მუსიკოსი 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night Tour-ის ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა. ქართველი მსმენელის წინაშე ის შეასრულებს როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან.