პრომეთეს მღვიმეში ნავით გასეირნების სერვისი განახლდა

დღეიდან პრომეთეს მღვიმის ვიზიტორები მღვიმეში ნავით გასეირნებას შეძლებენ. როგორც  გარემოს დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, ახალი ნავები თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

განახლებული სერვისით პირველმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა ისარგებლა.

”ნავით გასეირნების სერვისი პრომეთეს მღვიმეში 2012 წელს დაინერგა და დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სანაოსნო მონაკვეთი მდ. ყუმის სათავეს წარმოადგენს და მარშრუტის სიგრძე 380 მეტრია. ნავებით გასეირნების სერვისით სარგებლობა იმერეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შემდგომ შეფერხდა. რა დროსაც წყალდიდობის შედეგად არსებული ნავების სადგომი დაიტბორა და ნავები მწყობრიდან გამოვიდა. ამ ეტაპზე ვიზიტორებს პრომეთეს მღვიმეში 4 ახალი ნავი მოემსახურებათ, თითოეულს ერთდროულად 12 ადამიანის გადაყვანა შეუძლია”, - აცხადებენ სამინისტროში.