სამხრეთ კორეული კომპანია LG-ის ფლაგმანებად G სერიის სმარტფონები მიიჩნევა, თუმცა კომპანია ინოვაციურ სიახლეებს მის სხვა სერიებშიც ნერგავს.
ერთ-ერთი ასეთი სიახლეა ორეკრანიანი სლაიდერი, რომელიც მე-5 სერიის სმარტფონებზე გამოჩნდება, ასევე სამი კამერის თვალი.
მოდელი, სახელწოდებით LG V30 არის ის პირველი სმარტფონი, რომელზეც სავარაუდოდ დაინერგება სრულიად ახალი კონცეფცია. ცნობილი ინსაიდერის ევან ბლასის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ LG V30 სლაიდერი იქნება. აპარატის წინა პანელზე ზედა ნაწილი იწევა და მის ქვეშ კიდევ ერთი OLED ეკრანია მოთავსებული. მეორე ეკრანი შესაძლოა აპლიკაციებზე სწრაფი წვდომისთვის და სხვა ფუნქციისთვის იყოს გამოყენებული.
სიახლეს წინა პანელის მსგავსად, სრულიად ნოვატორული უკანა პანელიც აქვს, სადაც სამი კამერაა მოთავსებული. შესაძლოა ერთს ჰქონდეს ხედვის სტანდარტული კუთხე, მეორე ფართო ხედვით გამოირჩეოდეს, ხოლო მესამე სიმკვეთრის სიღრმის განსაზღვრისთვის, რაც დაბურული ფონის მისაღწევადაა საჭირო.
ჯერ უცნობია, მოხდება თუ არა ამ სმარტფონის სერიული გამოშვება, თუმცა ასეთის შემთხვევაში, ის სრულიად ნოვატორული ფუნქციებით იქნება გამორჩეული.
კოკა კვირკველია