აშშ რუსეთის ”დასასჯელად” გაზის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

ამერიკელი კონგრესმენები მომავალ კვირას აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოებაზე კანონპროექტს დაამტკიცებენ. როგორც გავლენიანი სააგენტო ”ბლუმბერგი” წერს, ანგარიშების გაყინვა და სავიზო შეზღუდვები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ, გაცილებით მეტ ჩინოვნიკსა და კორპორაციას ემუქრება.

როგორც სააგენტო წერს, დოკუმენტის გავლენა გავრცელდება ნებისმიერ ინდივიდზე, რომელსაც, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, შეუძლია რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, განსაკუთრებით კი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევის მიმართულებით.

”თუ ბატონი პუტინის ამბიციები გადაიხედება, ჩვენ მოგვიწევს გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, ამიტომ ვფიქრობ, რომ (აშშ-ის) მთავრობა ძვირად დაუსვამს ბატონ პუტინსა და რუსეთის ოლიგარქებს თავის საქციელს”, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, ერიკ კანტორმა.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტი 25 მარტს კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვას გეგმავს, რომელიც უკრაინისთვის დამატებით ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, აშშ აპირებს ბუნებრივი აირის ექსპორტი გაზარდოს. როგორც რესპუბლიკელებმა განაცხადეს, ეს ღონისძიება  გაზის ექსპორტზე რუსეთის დომინანტურ მდგომარეობას შეასუსტებს, რითაც ჩრდილოელი მეზობელი აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკას ემუქრება.

ამასთან, სენატი განიხილავს უკრაინაზე ერთი მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიის გაცემას, 150 მილიონი დოლარის კი პირდაპირი დახმარების სახით გადაცემას.