1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4181 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4181 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0093 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7104 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7095 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან შევა ძალაში.