„კომერციული ბანკის საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება
კომერციული ბანკის „სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არ უნდა ჰქონდეთ აღმასრულებელი ფუნქციები“. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ კანონპროექტშია საუბარი. პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
„ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მფლობელობის ან/და ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა/გამარტივება, თუ მფლობელობის/სტრუქტურის სირთულე აფერხებს საზედამხედველო პროცესის ეფექტურ წარმართვას ან/და საფრთხეს უქმნის/მოსალოდნელია შეუქმნას ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას,“ - ნათქვამია კანონპროექტში.