ბრაზილიური ხორცის შემფუთავი კომპანია JBS 3,2 მილიარდი აშშ დოლარით დაჯარიმდა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხორცის შემფუთავი კომპანია, ბრაზილიური JBS დათანხმდა, რომ ბრაზილიისთვის რეკორდულად მაღალი ჯარიმა - 3.2 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადოს.

საქმე ეხება იმ ორ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც დადგინდა კომპანიის ჩართულობა ორ კორუფციულ გარიგებაში.

ჯარიმის გადახდა დეკემბერში დაიწყება და კომპანიას მისი დაფარვისთვის 25 წელი დასჭირდება.

გარდა ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტს მიშელ ტემერს გადადგომა ემუქრება J&F Investimentos-ის მფლობელების მიერ ბრალის აღიარებისას გაცემული ჩვენებების გამო.

კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ 600 მილიონი დახარჯეს დაახლოებით 1900 პოლიტიკოსის მოსყიდვის მიზნით.

აღნიშნული ჯარიმა, თითქმის მილიარდით უსწრებს წინა ჯარიმის რეკორდს, რომელმაც 2,6 მილიარდი შეადგინა და რომლის გადახდაც ბრაზილიის სამშენებლო ფირმა Odebrecht-ის მოუწია.