მიუღებელია, გზა და წყალი არ ჰქონდეს მოსახლეობას და უამრავ თანხას ფურშეტებში ხარჯავდე , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტების მიერ მიღებების, ფურშეტების, წვეულებებისა და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების საჭიროება სათანადოდ დასაბუთებული არ არის.
„რა თქმა უნდა, ამას არ მივესალმებით. ფული ფურშეტებში არ უნდა იხარჯებოდეს. ფული უნდა იხარჯებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობაში - გზების დაგებაში, სასმელი წყლის მიწოდებაში, კეთილმოწყობაში და არა ფურშეტებში და ა.შ. განსახილველია ეს ფაქტი. ჩემთვის მაგალითად, მიუღებელია, რომ გზა წყალი არ ჰქონდეს ჩემთან მოსახლეობას და უამრავ თანხას ფურშეტებში ხარჯავდე“, - განაცახდა ზურაბ ალავიძემ.