წელს კანის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული მხატვრული ფილმის მხარდასაჭერად ქართულმა "დუგლაძეების ღვინომ" იმოგზაურა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორისა და პროდუსერის კინოდებიუტი კანში სწორედ ქართული ღვინის მხარდაჭერით შედგა.
დუგლაძის ღვინის კომპანია, ხშირად ახორციელებს მსგავსი ტიპის აქციებს და წელს ერთ-ერთი ქართული პროექტი გრანპრის მფლობელი გახდა. როგორც ღონისძიების მონაწილეები ამბობენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა გამოხმაურებამ და ინტერესმა, რომელიც ქართულ პავილიონში ქართული ღვინის გამოჩენას მოჰყვა.
მუკუზანი, ტიბაანი, წინანდალი და ცნობილი ქინძმარაული - ეს სწორედ ის სახეობებია, რომლითაც კომპანია ქართულ პავილიონში შეკრებულ ყველა სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კინოინდუსტრიის წარმომადგენელს გაუმასპინძლდა. იხილეთ გაგრძელება