დღეს ყირიმში რუსული რუბლი ოფიციალურად ამოქმედდება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს ყირიმში რუსული რუბლი ამოქმედდება, როგორც ოფიციალური ვალუტა.

კერძოდ, სევასტოპოლსა და ყირიმში ხელფასები, პენსიები და გადასახადები დღეიდან რუსულ ვალუტაში ანაზღაურდება. ამასთან, 2016 წლის 1 იანვრამდე ყირიმში დაშვებულია უკრაინული გრივნას მიმოქცევაც.

უკრაინული Unian-ის ინფორმაციით, 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ რუსული რუბლი ყირიმის რეგიონში ერთადერთი კანონიერი ვალუტა გახდება.