Bild: 6 სანქცია, რომლიც კრემლს რეალურად აშინებს

გერმანულმა Bild-მა იმ სანქციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლიც გამოცემის აზრით, ვლადიმერ პუტინს რეალურად აშინებს.

გამოცემა პირველ რიგში რუსეთისათვის 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის და 2014 წლის შემოდგომაზე სოჭში დაგეგმილი ”ფორმულა-1”-ის გრან პრის ჩატარების უფლების ჩამორთმევას ასახელებს.

მეორე სანქციად დასახელებულია გერმანიიდან რუსეთის ელჩის, ვლადიმირ გრანინის გაწვევა.

მესამე სანქცია რუსული თვითმფრინავების, მათ შორის კერძო თვითმფრინავებზე სხვადასხვა აეროპორტებში დაფრენის უფლების ჩამორთმევაა. როგორც Bild-ი აღნიშნავს მხოლოდ ”აეროფლოტი” გერმანიაში კვირაში 52 რეისს ასრულებს და რეისებით ტურისტები და ბიზნესმენები იაფად, 200 ევროდ მგზავრობენ ორივე გზაზე.

”დროა ბოლო მოეღოს იმას, რომ მდიდარი რუსები ევროპაში საყიდლებზე მოფრინავენ”,- წერს გამოცემა.

ამასთან, Bild-ი გამოდის წინადადებით, რომ რუსულმა კონცერნებმა ევროპაში რეკლამის განთავსება ვეღარ შეძლონ. სანქციის მნიშნველობის ხაზგასასმელად გამოცემას ”გაზპრომის” მაგალითი მოჰყავს, რომელიც ყოველწლიურად 15 მლნ ევროს ხარჯავს იმისთვის, რომ გერმანული საფეხბურთო გუნდ ”შალკეს” მაისურზე კომპანიის ლოგოტიპი იყოს გამოსახული.

Bild-ის ვერსიით, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ღონისძიება შეიძლება იყოს ”ევროვიზიის” კონკურსზე გამოსვლის აკრძალვა.

ბოლო და "გენერალურ" სანქციად კი გამოცემა ევროპის მიერ რუსული გაზზე უარის თქმას ასახელებს.

”გასული თბილი ზამთრის წყალობით, რეზერვები მრავლადაა დაგროვილი. რუსეთთან თანამშრომლობის ნაცვლად, აუცილებელია აიგოს ახალი გაზსადენები, მაგალითად ნორვეგიაში”, - წერს გამოცემა.