"როგორ ბედავთ, რომ მოხუცებს, ასეთ ადგილას მისვლას აიძულებთ?!" - რა მდგომარეობაშია გლდანი-ნაძალადევში მომსახურების სააგენტოს შენობა

ჟურნალისტი ია ვეკუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის შენობაშია გადაღებული.

ფოტოებზე ჩანს, რომ შენობა ამორტიზებულია, სკამები კი, რომელზეც მოქალაქეები სხედან, დამტვრეული.

"ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, სოციალური მომსახურების სააგენტო - ყველა ამ მთავარ ორგანოს გისურვებთ მალე გახდეთ პენსიონერი და გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების შენობაში მოგიხდეთ სიარული.

ღორები ხართ მეტი არაფერი! როგორ ბედავთ, რომ მოხუცებს, ვიზეც არჩევნების დროს ყველაზე დიდ გათვლას აკეთებთ, ასევე პენსიის მიმღებ სხვა კატეგორიების წარმომადგენლებს საარსებო კაპიკების მისაღებად ასეთ ადგილას მისვლას აიძულებთ, ან როგორ ბედავთ, რომ თანამშრომლებს ასეთ ადგილას ამუშავებთ?!

თავი დავანებოთ იმას, რომ შენობა ერთი მხრიდან ტრიალ მინდორში, მეორე მხრიდან კი მთის კენწეროზე მდებარეობს და მართლა არ მაქვს წარმოდგენა, იქ მოხუცები როგორ ადიან, მაგრამ რაც შენობაში ხდება, სრულიად წარმოუდგენელია. ჩერნობილი სხვა კი არაფერია. ბოროტებისა და ცინიზმის პიკი კი ისაა, რომ რიგის ნომერი უნდა აიღო.

დგას აპარატი, იღებ რიგის ნომერს და მაინც ცოცხალ რიგს იკავებ! ანუ ეს აპარატი რატომ დგას, არ იცის არავინ (აქვე დააკვირდით "იატაკს" ნომრის ფოტოს ფონზე - ამომტვრეული პარკეტის ადგილას არც მეტი, არც ნაკლები ქვიშა ყრია). იხილეთ გაგრძელება