„სამწუხაროდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებები ძალიან გაწკრიალებული არ გვაქვს,” - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში, "ფეისბუქში“ გავრცელებული ფოტოების შესახებ.
საუბარია ჟურნალისტ ია ვეკუას მიერ გავრცელებულ ფოტოებზე, რომელზეც ჩანს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის შენობა ამორტიზებულია, სკამები კი, რომელზეც მოქალაქეები სხედან, დამტვრეული.
„შეიძლება ყველა შენობაში ასეთი ვითარება არაა, თუმცა, მოგატყუებთ, რომ გითხრათ ჩვენი თანამშრომლები ევრორემონტში სხედან. ჩვენი ყველა სააგენტო ძველ შენობებშია განთავსებული. რაც შეეხება ბიუჯეტს, რაც გვაქვს გამოყოფილი ძირითადად ჯანდაცვის პროგრამას, პენსიებს, სოციალურ დახმარებებს და ა.შ. ხმარდება. თუმცა, როგორც ვიცი რეგიონებში რამდენიმე შენობის რემონტი იგეგმება,“-აღნიშნეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.