ლატვიასა და ლიტვაში აჭარის ტურისტული შესაძლებლობებზე ვიდეო რეპორტაჟები და სტატიები გამოქვეყნდება

ლატვიასა და ლიტვაში აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვიდეო რეპორტაჟები და სტატიები გამოქვეყნდება.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან იუწყებიან, პოპულარული ტელეარხების, ჟურნალებისა და ვებპორტალების ჟურნალისტები რეგიონში მედიატურის ფარგლებში ჩამოიყვანეს. ლატვიელი ჟურნალისტები რეგიონს პირველად სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ლატვია სამიზნე ქვეყნად 2017 წელს დაამატა. ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ბათუმის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს დღეს გაეცნობიან და აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასს გადაიღებენ. ხვალიდან კი, რეგიონის კულტურულ-ისტორიულ შესაძლებლობებს დაათვალიერებენ და მთიან აჭარაში იმოგზაურებენ, სადაც ადგილობრივ კერძებსა და ფოლკლორ შოუს გადაიღებენ.

ჟურნალისტები აჭარაში 5 ივნისამდე დარჩებიან.