ევროკავშირმა საქართველოს 60 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყო, საიდანაც 26 მილიონი ლარი – გრანტს, 34 მილიონი კი – დაბალპროცენტიან სესხს წარმოადგენს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის მაკროფინანსური დახმარება, რომელიც მთავრობას საგადასახადო ბალანსის შევსების მიზნით, კრიზისის დროს გამოეყოფა.
“რატომ კრიზისი? ეს პროგრამა პირველად ბრიუსელის საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე გამოცხადდა 2008 წელს, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტიდან ძალიან მალე. ევროკავშირმა განაცხადა 92 მილიონი ევროს პაკეტის გამოყოფის შესახებ კრიზისის აღმოსაფხვრელად. ეს 60 მილიონი იყო ბოლო გადმორიცხვა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც ევროკავშირმა 2008 წელს აიღო”, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და დახმარება ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა სფეროებში გრძელდება.