დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 4.3% დაზღვეულია. ეს კი მაშინ როცა ქვეყანაში ავტომობილების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა და 1 227 195 შეადგინა.
2017 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) დაზღვევაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობა 4.11 მილიონი ლარით გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) დაზღვევის სახეობაში მოქმედი პოლისების რაოდენობა მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 2016 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით, 3 485-ით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის პირველ კვარტალში სატრანსპორტო საშუალებათა დაღვევაზე 56,112 პოლისია გაცემული; 2016 წლის ამავე პერიოდში - 52,627; ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში - 47,959 პოლისი.