დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 14.6% სარგებლობს. ამის შესახებ, სამსახურის 2017 წლის 1-ლი კვარტალის მიმოხილვაშია ნათქვამი. ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა 2017 წლის 1 იანვრისთვის 3 718.2 ათასი კაცი იყო.
2017 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობა 6.76 მილიონი ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 2016 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით, ჯანმრთელობის დაზღვევაზე 16 862 პოლისით მეტია გაცემული. კერძოდ, 2017 წლის პირველ კვარტალში - 539,185 პოლისი იყო; 2016 წლის ამავე პერიოდში - 522,323; ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში - 522,637 პოლისი.